ფეხბურთი

10:36 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" დირექტორი მამარდაშვილზე: "კარგია, რომ ჩვენი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდია"

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ DAZN-თან მოკლე კომენტარი გააკეთა გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერისა და მის მიმართ დიდი ინტერესის შესახებ.

როგორც კორონამ აღნიშნა, უხარიათ, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი დაუდასტურებია.

„ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი მოთხოვნადი არიან. უბრალოდ, ჩვეულად ვიმოქმედებთ სატრანსფერო ბაზარზე და ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა კორონამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 39 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი, 13-ჯერ შეინახა. ქართველ მეკარეს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.117472