მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ლაუტარო მარტინესმა დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. არგენტინელი იმედოვნებს, რომ საკითხი მალე მოგვარდება.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გასაგრძელებლად. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას“, - თქვა ლაუტარომ.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 281 მატჩში 129 გოლი გაიტანა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.