ფეხბურთი

18:38 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი დვალიშვილს შეხვდა და საჩუქრები გადასცა: "სასიამოვნო იყო შენთან ისევ შეხვედრა" (+VIDEO)

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სევილიაში, „სევილია“ – „კადისის“ მატჩს დაესწრო და სერხიო რამოსი მოინახულა.

ესპანელმა მერაბს სახსოვრად თავისი მაისური, ასევე „სევილიას“ მაისური გადასცა, რომელსაც წარწერა „დვალიშვილი“ ამშვენებდა. ასევე, რამოსმა მას ბუცები აჩუქა ავტოგრაფით. თავის მხრივ, მერაბმა სერხიოს UFC-ს ატრიბუტიკა უსახსოვრა.

„მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და საოცარი საჩუქრებისთვის, ჩემო მეგობარო. მშვენიერი იყო შენი თამაშის ყურება. ნამდვილი ლეგენდა ხარ და დიდ პატივს გცემ“, - დაწერა სოციალურ ქსელში მერაბმა.

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: „მადლობა სტუმრობისთვის ჩემპიონო. სასიამოვნო იყო კვლავ შენთან შეხვედრა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114207