ჩინეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „შანდონ ტაიშანმა“ „შენზენი“ 3:2 დაამარცხა, რაშიც ვაკო ყაზაიშვილის დიდი წვლილია, რომელმაც თავის გამოჩენა გოლით და საგოლე პასით მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელის პასით 41-ე წუთზე კრიზანმა გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა, ხოლო 68-ე წუთზე ვაკომ თვითონაც მოახერხა თავის გამოჩენა. ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
31 წლის ყაზაიშვილს ჩინური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„შანდონ ტაიშანი“ 24 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს „შანხაისა“ და „ბეიჯინგთან“ ერთად.