ფეხბურთი

10:24 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას ტუხელი შესაძლოა მომავალ სეზონში „ბაიერნში“ დარჩეს

„ბაიერნს" მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის შენარჩუნება სურს, იუწყება ონლაინ გამოცემა Sky Sports.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასა და თომას ტუხელს შორის მოლაპარაკების შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა, რომ მომავალი სეზონის დაწყება გერმანელ სპეციალისტთან ერთად უნდა. ორივე მხარე მუშაობს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებაზე. თავად ტუხელს სურს „ბაიერნში“ დარჩენა მიუხედავად რთული ბოლო რამდენიმე კვირისა და კლუბის საპატიო პრეზიდენტის ული ჰოენესის საჯარო კრიტიკისა.

თუმცა, შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებებში დაბრკოლება ახალი კონტრაქტის ვადაა. ახლა სპეციალისტს სურს ხელშეკრულების გაფორმება მინიმუმ 2026 წლამდე. საბოლოო გადაწყვეტილებას მალე ელოდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119405