„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა შორის გამოკითხვის შედეგად მესამე ადგილზე გავიდა.
ქართველმა საბოლოო ჯამში ხმების 10.3% მიიღო და მხოლოდ თანაგუნდელ მარკო ბელინელის (14.7%) და „ვენეციას“ წევრ რაიონ ტაკერს (11.4%) ჩამორჩა.
გამოკითხვაში კლუბები, მედია და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. კლუბების მხრიდან შენგელიას ხმების 9.5% ერგო (ტაკერს 13.2%, ბელინელის - 11.6%), მედიისგან თორნიკემ 12.5% მიიღო (ტაკერმა 7.1%, ბელინელიმ - 21.4%), ხოლო ფანებისგან თორნიკეს ხმების რაოდენობა 11.2% იყო (ტაკერის (9.7%, ბელინელის - 19.5%).
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში წარდგენილი სულ 10 კალათბურთელი იყო, საიდანაც 7 თავდაპირველ ეტაპზე გამოეთიშა გამოკითხვას და ზემოხსენებული სამეული იბრძოდა დინო მენეგინის სახელობის პრიზისთვის.
თორნიკე შენგელია სერია A-ს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 23 წუთში, 14 ქულას, 5 მოხსნა და 3 პასს აგროვებს. „ვირტუსი“ პლეი-ოფშია, სადაც მეოთხედფინალურ სერიაში „ტორტონას“ ამარცხებს (2:0).