ფეხბურთი

0:00 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

France Football-მა 2020 წლის ოქროს ბურთი ლევანდოვსკის შეიძლება მაინც გადასცეს

რობერტ ლევანდოვსკის შესაძლოა, 2020 წლის „ოქროს ბურთი“ გადასცენ. როგორც ცნობილი გახდა, France Football-ი ფიქრობს შეცდომის გამოსწორებაზე.

2020 წელს კოვიდპანდემიის გამო ფრანგულ გამოცემას გამოკითხვა არ ჩაუტარებია და ბევრის აზრით, უსამართლოდ პოლონელი ფორვარდი დაიჩაგრა, რომელმაც დიდებული წელი ჰქონდა.

2020 წელს ლევანდოვსკიმ საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაც და 55 მატჩში 47 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია და არც ისაა ცნობილი, როგორ აპირებს, France Football-ი შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთს“ დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114329