ფეხბურთი

12:53 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი ჟირუს წასვლის ამბავს ემოციურად გამოეხმაურა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ემოციურად გამოეხმაურა იტალიური კლუბიდან 38 წლის ფრანგი თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს წასვლის ამბავს.

„ვამაყობ, რომ შენთან ვიმუშავე. ეს იყო პრივილეგია, პატივი. გეხუტები, მადლობა, მიყვარხარ,“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Milan News.

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუ დათანხმდა 2025 წლამდე „ლოს-ანჯელესთან“ კონტრაქტის გაფორმებას. ფრანგი ფეხბურთელი „როსონერის“ შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 37 წლის მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.113768