მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა თავდამსხმელ ჰარი კეინის მიუნხენურ კლუბში გადასვლის თაობაზე მკაცრად ისაუბრა.
„რამდენი ტიტული მოიგეს? „ბაიერნმა“ წინა სეზონში კეინის გარეშე უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ახლა. მას აქვს ძალიან მაღალი ხელფასი და ღირდა 100 მილიონ ევროზე მეტი, ტელს რომ ეთამაშა შტევაში, მდგომარეობა უარესი იქნებოდა? მე მას საერთოდ არ ვადანაშაულებ, რა თქმა უნდა არა.
როდესაც ჰოლანდმა „ბორუსია,“ დატოვა, ვთქვით, რომ დორტმუნდში ყველაფერი დაინგრეოდა. მათ კი ლამის ბუნდესლიგა მოიგეს. ბელინგემი წავიდა და ყველამ თქვა: „ღმერთო ჩემო, რა მოხდება შემდეგ?" ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან.
„ბაიერნმა“ კარგად ითამაშა „არსენალთან“ - კეინი ძლივს შესამჩნევი იყო. იგივე მოხდა „რეალთან“ მატჩშიც. 80 წუთის შემდეგ მინდორი დატოვა, რადგან ზურგი ასტკივდა. არ მესმის ეს.
გამიმართლა, ხშირად ვთამაშობდი ფინალებში, უფრო ხშირად კი ნახევარფინალებში. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მინდვრიდან გასვლა, საერთოდ არ მესმის.
მაგრამ კლუბმა ბევრი მაისური გაყიდა მისი სახელით. ეს ვარსკვლავური ტრანსფერი გახლდათ. შეცდომა იყო? საკამათოა. ნებისმიერ შემთხვევაში, დავსვამ კითხვას: ჯობს თუ არა კლუბს ანგარიშზე 100 მილიონი ჰქონდეს, ის კი ინგლისში დაბრუნდეს“, - ციტირებს ჰამანის სიტყვებს Sky Sport.