ფეხბურთი

1:09 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" ჩემპიონთა ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა.

ეს მატჩი სტუმრებისთვის ბევრს არაფერს წყვეტდა, ხოლო უნაი ემერის გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზური შეეძლო გაენაღდებინა, რაც „ასტონ ვილასთვის“ დიდი წარმატება იქნება.

ანგარიში მეორე წუთზე ემილიანო მარტინესის კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა, რასაც მალევე იური ტილემანსმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა ისევ მოიპოვა უპირატესობა. კოდი გაკპოსა და ჯარელ ქუანსას გოლებით „წითლები“ 3:1 დაწინაურდნენ.

თუმცა, მასპინძლებმა მაინც არ წააგეს, რადგან ბოლო ხუთ წუთში ჯონ დურანმა დუბლი შეასრულა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

„ლივერპული“ 79 ქულით მესამე ადგილზეა და სეზონს 19 მაისს, „ვულვზთან“ მატჩით დაასრულებს. „ასტონ ვილა“ 68 ქულით მეოთხეა და ჯერ ვერ გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა ძალიან ახლოსაა მიზანთან, რადგან „ტოტენჰემს“ 5 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ემერის გუნდი ბოლო ტურში სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

0.120128