ფეხბურთი

20:30 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის საუკეთესო შედეგი ლა ლიგაში

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში კიდევ ერთ კომპონენტშია გამორჩეული. Opta-ს ცნობით, მიმდინარე სეზონში მან გუნდი ყველაზე მეტჯერ იხსნა მოსალოდნელი გოლისგან, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ ესპანეთში ჩემპიონატში.

„ვალენსიას“ კარში 131-ჯერ დაარტყეს, საიდანაც მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 43.7 იყო და ესპანურმა კლუბმა 34 გოლი გაუშვა. სტატისტიკაში არ შედის ავტოგოლები. ამრიგად, მამარდაშვილმა მოსალოდნელი გოლებისგან „ვალენსია“ 9.7-ჯერ იხსნა, რაც ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს შესანიშნავი სეზონი აქვს და 13-ჯერ კარის მშრალად შენახვაც მოახერხა. „ვალენსია“ მომდევნო მატჩს სტუმრად „სოსიედადთან“ ჩაატარებს.

0.114854