„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „სტრასბურთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, მაგრამ მისი გუნდი მაინც უქულოდ დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 89-ე წუთამდე იგებდა.
„კონტროლი დავკარგეთ. მტკივნეულია ბოლოს გაშვებული გოლები, ასე მოხდა „რენთან“ მატჩშიც, შეგვეძლო ქულა მაინც აგვეღო, რაც ადგილის შენარჩუნების შანსს მოგვცემდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვართ”, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა პლეი-აუტის ზონაში და 3 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ „ლორიანს“, რომელსაც ბურთების ბალანსითაც სჯაბნის. ლაშლო ბოლონის გუნდი ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.
გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა.