ფეხბურთი

23:47 | 12.05.2024 | ნანახია 1731 - ჯერ

"რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელი: "მამარდაშვილის მოგერიებებით გაოგნებული დავრჩი"

„რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელმა სერხიო კამელომ „ვალენსიასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ გიორგი მამარდაშვილი შეაქო.

კამელოს გიორგიმ ძალიან რთული დარტყმა აუღო და ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მეტოქისგან კი, შექება დაიმსახურა:

„გაოგნებული დავრჩი მამარდაშვილის მოგერიებებით ჩემი და უნაის დარტყმების შემდეგ. უკეთ დარტყმა შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩემს წინ აღმოჩნდა მეკარე, რომელიც დიდებულია“, - თქვა კამელომ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129349