ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ.
ქართველი მეკარე „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 0:0.
გიორგი მეტოქის ფეხბურთელებისთვის უბრალოდ გადაულახავი ბარიერი იყო, არაერთხელ იხსნა „ვალენსია“ და ლა ლიგამ ეს გარჯა დაუფასა - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ "მესტალიას" პუბლიკამ მამარდას უმღერა კიდეც და გუნდში დარჩენას სთხოვდნენ.
ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.