უზბეკეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ნავბაჰორმა“ სტუმრად „სოგდიანა“ 2:1 დაამარცხა, თომა ტაბატაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა 22-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ეს მისი მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში და ბომბარდირებში ლიდერია.
„ნავბაჰორი“ 12 ქულით ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.