ფეხბურთი

18:16 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" შეიძლება ობლაკმა დატოვოს, მადრიდში მამარდაშვილი მოსწონთ

ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ შესაძლოა ზაფხულში იან ობლაკმა დატოვოს.

წყაროს თანახმად, სლოვენიელი მადრიდში გატარებული 10 წლის შემდეგ არ გამორიცხავს გარემოს შეცვლას და მისით ინტერესს პრემიერლიგაში იჩენენ. სლოვენიელის შემცვლელად კი, „როხიბლანკოში“ გიორგი მამარდაშვილი ესახებათ.

ესპანური საიტი წერს, რომ მადრიდულ გუნდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე ძალიან მოსწონთ. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია ფინანსური დეტალები. „ვალენსია“ გიორგის 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში დიდი ალბათობით არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.116016