ფეხბურთი

17:36 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა

გერმანიის II ბუნდესლიგის 33-ე ტურში „კარლსრუემ“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო.

ბუდუ ზივზივაძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში, 55-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. მას ერთხელ ჰქონდა შანსი და მეკარეს ვერ აჯობა. ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

„კარლსრუე“ 9 მარტის შემდეგ პირველად დამარცხდა და 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 19 მაისს, სტუმრად „ელვესბერგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113742