ფეხბურთი

12:41 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "ჰოლშტეინ კილი" ბუნდესლიგაში ითამაშებს

გერმანიის ბუნდესლიგაში ისტორიაში პირველად „ჰოლშტეინ კილი“ ითამაშებს, რომელმაც ელიტის საგზური მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში „დიუსელდორფთან“ ფრით (1:1) გაინაღდა.

შედეგად, „ჰოლშტეინ კილს“ 65 ქულა აქვს და საუკეთესო ორეულში აუცილებლად მოხვდება. ბუნდესლიგასთან ახლოსაა „ზანკტ პაულიც“, რომელსაც ორ ტურში 1 ქულა სჭირდება (შეიძლება ესეც არ დასჭირდეს).

მესამე საგზურისთვის პლეი-ოფში დიდი ალბათობით „დიუსელდორფი“ იბრძოლებს, ყოველ შემთხვევაში ეს გუნდი მესამე ადგილს არ ჩამოსცილდება, თუმცა მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ მაინც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113408