ფეხბურთი

11:11 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ვარ მწვრთნელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობს"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ თუ "ლურჯების" ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია, გუნდში აუცილებლად დარჩება.

"თუ კლუბის მფლობელი ჩემი მუშაობით კმაყოფილია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამშრომლობა. მე ყოველთვის ვიყავი მწვრთნელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობ. ხელშეკრულება "ჩელსისთან" კიდევ ერთი წელი მაქვს და აქ დარჩენაზე ვფიქრობ", - განუცხადა პოჩეტინომ BBC-ს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ხოლო "არისტოკრატებს" 57 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან. პოჩეტინოს გუნდს დასკვნით ორ ტურში გასვლაზე "ბრაიტონთან" და შინ - "ბორნმუთთან" თამაში ელის.

0.119687