ფეხბურთი

22:55 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "მაინცთან" დამარცხდა, ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონა შეივსო

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „დორტმუნდი“ „მაინცთან“ 0:3 დამარცხდა.

ედინ ტერზიჩის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ალბათ, უკვე ფიქრობს ფინალზე, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ 23-ე წუთისთვის უკვე 0:3-ს აგებდა და 9-წუთიან ინტერვალში გაუშვა სამივე გოლი. მერე არაფერი შეცვლილა.

უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონში სწორედ „მაინცმა“ დააკარგვინა ბოლო ტურში „დორტმუნდს“ ჩემპიონობა. მაინცელებმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს, 32 ქულა დააგროვეს პლეი-აუტის ზონა დატოვეს, თუმცა ბოლო ტურის წინ „უნიონს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

„დორტმუნდი“ 60 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასულია. ზოგადად, უკვე გარკვეულია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ „ლევერკუზენი“, „ბაიერნი“, „შტუტგარტი“, „ლაიფციგი“ და „დორტმუნდი“.

ბუნდესლიგიდან გავარდა „დარმშდატდტი“, ბოლო ტურში გაირკვევა „კიოლნი“ გავარდება თუ „უნიონი“, მაგრამ ბერლინელებს უპირატესობა აქვთ, რადგან კონკურენტს 3 ქულით უსწრებენ. სხვათა შორის, დღეს, „უნიონი“ სწორედ „კიოლნს“ 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ წააგო - 2:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11307