უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ უშუალო კონკურენტი კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
დონბასელებმა გეორგი სუდაკოვის პენალტით მოიგეს. ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი თადარიგში დარჩა. დონეცკელები სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 7 ქულით უსწრებენ „დინამოს“ და ბუნებრივია, მათ ვეღარავინ დაეწევა.
„შახტარი“ მე-15-ედ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ხოლო გოჩოლეიშვილისთვის მეორე და აზაროვისთვის პირველი საჩემპიონო ტიტულია უკრაინაში.
ქართველ ფეხბურთელებს უკრაინის თასის მოგებაც შეუძლიათ, რადგან 15 მაისს, "შახტარი" ფინალში პოლტავას "ვორსკლას" გაეჯიბრება.