ფეხბურთი

19:00 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "არც ერთ კლუბთან არ მაქვს მოლაპარაკებები, არ ვიცი რას გავაკეთებ"

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ჯერჯერობით, არ იცის, მომდევნო სეზონში რას გააკეთებს.

„წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ. ამაზე მოგვიანებით მშვიდად ვიფიქრებ, თებერვლიდან ყველაფერი ნათელია, არც ერთ სხვა კლუბთან მოლაპარაკებები არ მაქვს.

„რეალთან“ მარცხი? გუშინ მეგონა ორშაბათი იყო და არა პარასკევი. ორივე შეხვედრაში ყველაფერი გავიღეთ, მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ, სხეულიც და სულიც. ზოგიერთი ფეხბურთელი მოედნიდან ტრავმირებული გამოვიდა. გუშინ ვივარჯიშეთ, ცოტა მოწყენილებმა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ, ეს სპორტია.

არ ვიცი, როგორი ემოციური იქნება ჩემთვის „ბაიერნში“ ბოლო საშინაო მატჩი. გვსურს ემოციები შევიკავოთ. ბილეთების შესახებ ბევრი მოთხოვნა მივიღე ოჯახისგან და მეგობრებისგან. ყველაფერს ვბლოკავ და ყურადღებას ვამახვილებ მხოლოდ სპორტზე და იმაზე, რაზეც გავლენის მოხდენა შემიძლია“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ამ სეზონში ტიტული ვერ მოიპოვა, ხოლო სეზონის ბოლო საშინაო მატჩს 12 მაისს, „ვოლფსბურგთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126373