ჭიდაობა

0:00 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გობაძემ ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოიპოვა

სტამბოლში მიმდინარე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის ტურნირზე ლაშა გობაძეს მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

87 კგ წონით კატეგორიაში გობაძემ რეპეშაჟის შეხვედრაში იმარჯვა, შემდეგ კი, გადამწყვეტი ბრძოლა პოლონელ არკადიუშ კულინიჩთან მოუწია.

გობაძე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:3 დამარცხდა. დღესვე ლიცენზიის გარეშე დარჩა იური ლომაძეც.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პარიზის ოლიმპიადაზე შეჯიბრი 6 წონით კატეგორიაში გაიმართება, საქართველოს კი წარმომადგენლები მხოლოდ ორ წონაში ეყოლება: 97 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი, ხოლო 67 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე.

0.117615