ფეხბურთი

19:53 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "3 მწვრთნელი ხუთ სეზონშიც არ იცვლება, კვარაცხელიას ყოველდღე დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება"

„ნაპოლის“ კრიზისულ სეზონზე იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

ის ფიქრობს, რომ ერთ სეზონში სამი მწვრთნელის შეცვლა დიდი შეცდომაა:

„როგორც წესი, სამი მწვრთნელი ხუთ წელიწადშიც კი არ იცვლება. როგორც შეიძლება ამდენი რამ აითვისო სულ რამდენიმე თვეში ადამიანებისგან, რომლებსაც განსხვავებული მეთოდები და ხასიათი აქვთ. ფეხბურთელებს ზოგჯერ ნუგეშისცემა და დარწმუნება სჭირდებათ, რომ ისინი ძლიერები არიან.

დემოტივაციისთვის არაფრის გაკეთებაც კმარა. მაგალითად, ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორებიც ზირკზე და კვარაცხელია არიან, სჭირდებათ ყოველდღე მუშაობა, ისინი უნდა დაიცვა და მხარი დაუჭირო“, - თქვა სპალეტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106043