სხვა

15:07 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დოლიძის ახალი მეტოქე ცნობილია - ბრძოლა 8 ივნისს გაიმართება

რომან დოლიძე UFC-ში მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ქართველ სპორტსმენს დაპირისპირება 8 ივნისს, კენტუკის შტატში, ბრაზილიელ მიშელ პერეირასთან მოუწევს, რომელსაც საოცარი სერია აქვს და ბოლო 8 შეხვედრა მოიგო.

მე-10 ბრძოლა დოლიძეს ამერიკელი ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მისმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და ჩვენებურმაც შემცვლელი მალევე იპოვა.

რომანს შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაში სულ 9 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 6 მოიგო და 3-ჯერ მარცხი განიცადა. რაც შეეხება მის ახალ მეტოქეს, მიშელს 42 დაპირისპირებიდან 31 თავის გამარჯვებით აქვს დასრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111275