საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ავსტრიის ნაკრებს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა წარიმართა და გუნდები შესვენებაზე 12:12 ანგარიშით გავიდნენ. გადამწყვეტი კი მეორე ტაიმის დასწყისი გამოდგა, როდესაც ჩვენი ქვეყნის გუნდმა დიდხანს გოლის გატანა ვერ შეძლო და მეტოქე 6 ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობის გამოსწორება მაინც შეძლო და ავსტრიას მატჩის მიწურულს წამოეწია, თუმცა, წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა. ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ქონდა ირაკლი კბოლაშვილს, მაგრამ მან პენალტის გატანა ვერ შეძლო. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი შეტევაში საქართველოს ნაკრები რჩებოდა, მაგრამ ავსტრიამ დაცვაში კარგად ითამაშა და ბურთი თავად დარჩათ.
ბოლო წამზე მეტოქემ ჯარიმით კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და თამაში 25:27 დასრულდა.
ეროვნული გუნდიდან საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც რვა გოლი გაიტანა, დიხამინჯიამ მეტოქის კარი 6-ჯერ, ხოლო კბილაშვილმა ხუთჯერ აიღო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ავსტრიაში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.