ფეხბურთი

1:06 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალი: „ატალანტა“ – „ბაიერი“

22 მაისს, დუბლინში, ევროპა ლიგის 2023-24 წლების გათამაშების ფინალში ბერგამოს „ატალანტა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდება.

„ატალანტამ“ 3:0 დაამარცხა „მარსელი“ და დიდი ძალისხმევის გარეშე გავიდა მისთვს ისტორიულ ფინალში. მატჩის გმირი ნიგერიელი ადემოლა ლუკმანი გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და მატეო რუჯერისაც გაატანინა. მესამე გოლი მალელი ელ-ბილალ ტურეს ანგარიშზეა.

მეორე ნახევარფინალი გაცილებით დაძაბული გამოდგა. „ბაიერს“ პირველი თამაში რომში 2:0 მოეგო და შინაც ბევრს უტევდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. სტუმრებმა კი ორჯერ გაიტანეს პენალტი და საერთო ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. დუბლი მიითვალა არგენტინელმა ლეანდრო პარედესმა.

თუმცა „ფარმაცევტები“ არ გატყდნენ და მაინც იძალეს. ჯერ ჯანლუკა მალდინიმ შეაგდო ავტოგოლი, 90+7-ე წუთზე კი ხორვატმა იოსიპ სტანიშიჩმა გაათანაბრა. ორი მატჩის ჯამში „ბაიერმა“ 4:2 გაიმარჯვა.

„ბაიერმა“ წაუგებელი სერია 49 მატჩამდე გაზარდა.

ატალანტა - მარსელი 3:0

1:0 ლუკმანი (30), 2:0 რუჯერი (52), 3:0 ტურე (90+5)

პირველი მატჩი - 1:1

ბაიერი - რომა 2:2

0:1, 0:2 პარედესი (43 პენ, 66 პენ), 1:2 მანჩინი (82 საკ. კარში), 2:2 სტანიშიჩი (90+7)

პირველი მატჩი - 2:0

0.117963