ფეხბურთი

0:24 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩუამენი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ფეხის ტრავმის გამო სამიდან ოთხ კვირამდე ვერ ითამაშებს - წერს L'Équipe.

წყაროს ცნობით, ნახევარმცველს ფეხის ტკივილები დიდი ხანია აწუხებს. აღსანიშნავია, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე აღდგენა გაუჭირდება. თუმცა, მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტს სურს, რომ ორელიენი მოედანზე იხილოს თუნდაც ის 50%-ით იყოს მზად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩუამენიმ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო თამაშის დროს (2:1).

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 ივნისს ლონდონში გაიმართება.

0.132902