17:50 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელი: „პირველი მატჩის შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა“

„ოლიმპიაკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა ჟურნალისტებს „ასტონ ვილასთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა დღეს, 9 მაისს გაიმართება პირეოსში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ეს მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სეზონში? იმედი მაქვს არა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც გვექნება. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ - პირველი მატჩის შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ეს ორმხრივი თამაშია და „ასტონ ვილა“ მაქსიმალურად ეცდება ფინალში გასვლას. ორივე გუნდს აქვს შანსი, “ - ციტირებს მენდილიბარის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისში ნახევარფინალის პირველ მატჩში ბერძნულმა კლუბმა ანგარიშით 4:2 მოიგო.

0.133126