ფეხბურთი

13:16 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხელსახოცი, რომელზეც მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება

ხელსახოცი, რომელზეც არგენტინელმა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება - გვამცნობს ესპანური ონლაინ გამოცემა Mundo Deportivo.

ლოტის საწყისი ფასი 300 ათასი გირვანქაა, აუქციონი 17 მაისამდე გაგრძელდება.

შგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია. თავდამსხმელმა კატალონიელთა პირველ გუნდში თამაში 2003 წელს დაიწყო. „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში არგენტინელი 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ესპანეთის თასი და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.

2023 წლის ზაფხულიდან ლეო მაიამის „ინტერში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117653