„ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა მადრიდის „რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში მიუნხენური კლუბის დამარცხებაზე ისაუბრა (1:2). შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ მატჩში 1:0 ლიდერობდა, თუმცა მატჩის 88-ე და 90+2 წუთებზე ორი ბურთი გაუშვა.
„ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, იცის, რას ვგრძნობ ახლა. უაღრესად მწარეა ის ფაქტი, რომ ბოლო წუთებზე წავაგეთ, თუმცა 85-ე წუთამდე 1:0 ვიგებდით. ლონდონის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი გვქონდა გადასადგმელი და ახლა სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატად“ - ციტირებს ტვიტერზე ნოიერის სიტყვებს „Bayern & Germany."
შღგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. ამრიგად, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.