ფეხბურთი

22:49 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „ნასაფ ქარშიმ“ სტუმრად ოკმკ 4:3 დაამარცხა, ჯაბა ჯიღაურმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი 67-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 4:1 გახადა, ხოლო 6 წუთის შემდეგ შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ „ნასაფის“ რიგებში დუბლით გამოირჩა ზორან მარუშიჩი - „დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელი. ჯიღაურს მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„ნასაფის“ რიგებში 88-ე წუთიდან ითამაშა თემურ ჩოგაძემ, ხოლო ოკმკ-ს შემადგენლობაში 65-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი რუხაძემ.

0.119416