ფეხბურთი

14:53 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა სეზონის ბოლოს „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შესახებ განაცხადა

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

„ვესტ ჰემში“ ოთხნახევარი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე და კლუბი ახლა უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე 2019 წელს, როცა დავბრუნდი. როდესაც მეორედ მოვედი „ვესტ ჰემში,“ ისინი ერთი ადგილით მაღლა იდგნენ დაქვეითების ზონაზე და ეს იყო საოცარი გამოცდილება, შემდეგ ზედიზედ სამი სეზონი გავატარეთ ევროპაში.

გასულ ივნისში კონფერენს ლიგის თასი მოვიპოვეთ - კლუბის პირველი მთავარი ტიტული 43 წლის განმავლობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს მხარდაჭერისთვის და იმ წარმატებებისთვის, რასაც მათ ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში მიაღწიეს. დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი ყველასთან „ვესტ ჰემში.“ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში ამ დიდებულ ლუბს", - ციტირებს „ჩაქუჩების“ პრესსამსახური მოიესის სიტყვებს.

0.115337