დორტმუნდის „ბორუსიის" მცველმა მატს ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გერმანული კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
„მბაპესგან დაცვა მხოლოდ მთელი გუნდით შეიძლება. მისი განუმეორებელი სისწრაფით შეუძლებელია მას მარტო გაუწიო წინააღმდეგობა“, - ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
პსჟ-სა და ბორუსიას საპასუხო მატჩი დღეს, 7 მაისს პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე, გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 43 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.