გუშინ, 6 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში „კრისტალ პალასთან" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო 0:4.
ამგვარად, ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერმა“ 1976/1977 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაუშვა 81 გოლი ყველა შეჯიბრში (55 პრემიერლიგაში, 8 ინგლისის თასზე, 3 ინგლისის ლიგის თასზე და 15 ჩემპიონთა ლიგაზე.
აბსოლუტური ანტირეკორდისთვის, „იუნაიტედს“ ერთი გოლი დარჩა გასაშვები. მომდევნო მატჩს გუნდი ლონდონის „არსენალთან“ გამართავს. შეხვედრა 12 მაისს, „ოლდ ტრაფორდზე“ თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
35 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ 54 ქულით პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა. ჩემპიონატს „არსენალი“ ლიდერობს (83 ქულა).