ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „კრისტალ პალასს“ ესტუმრა და 0:4 განადგურდა.
ერიკ ტენ ჰაგის კოშმარული სეზონი აქვს და ფინიშიც ასეთი გამოსდის, მორიგი სირცხვილი იგემა და უშანსოდ წააგო.
ოლისემ და მატეტმა პირველ ტაიმში გაიტანეს, მეორე ნახევარში ოლისემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი მიტჩელის ანგარიშზეა. საბოლოოდ, ოლივერ გლაზნერის გუნდმა მეტოქე 4:0 გაანადგურა და დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 54 ქულით მერვე ადგილზეა და დიდი შანსია, ევროთასების საგზური საერთოდ ვერ მოიპოვოს. „კრისტალ პალასი“ 43 ქულით მე-14 პოზიციაზეა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.