რაგბი

16:15 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია: "ეს თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო"

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ საფრანგეთთან ტესტ-მატჩის (17:26) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მატჩი ძალიან ბიძგი იყო დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებისთვის.

„ეს ჩვენთვის პირველი თამაში იყო და ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. სამი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, რადგან მოთამაშეთა გამოცდა გვსურდა და ამ მიზანს მივაღწიეთ. კარგია, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის გუნდს ვუმასპინძლეთ. ეს თამაში იყო ძალიან მაგარი ბიძგი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილის დასრულებისთვის. ახლა ცოტას დავისვენებთ, გავაკეთებთ შესაბამის ანალიზს და შევუდგებით მზადებას.

წინ გველოდება ორ-მატჩიანი სერია ინგლისთან. შევეცდებით, რომ გამოვასწოროთ შეცდომები, გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად გამოგვდის და ინგლისს უკეთ მომზადებულები დავხვდეთ, ვიდრე საფრანგეთთან ვიყავით“, - თქვა კილასონიამ.

0.117513