ფეხბურთი

19:50 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შტუტგარტი“ „ბაიერნს“ ორ ქულამდე მიუახლოვდა

ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში „შტუგტგარტმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დამთავრდა. მასპინძელი ლეონიდას სტერგიუს გოლს სტუმარმა ჰარიუკეინმა უპასუხა პენალტით. მეორე ტაიმის მიწურულს კი შტუტგარტელებმა ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს რეკორდმაისტერს (ჩონი 83, მვუმპა 90+3).

ამგვარად, „შტუტგარტი“ 67 ქულით კვლავ მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მეორეზე მდგარ „ბაიერნს.“

დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი 5:1 გაანადგურა „აუგსბურგი.“ დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა 19 წლის ფორვარდმა იუსუფა მუკოკომ.

ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტური დარჩა.

გერმანია. ბუნდესლიგა. 32-ე ტური. 4 მაისი: დორტმუნდი - აუგსბურგი 5:1, ვერდერი - გლადბახი 2:2, ვოლფსბურგი - დარმშტადტი 3:0, შტუტგარტი - ბაიერნი 3:1, კიოლნი - ფრაიბურგი მოგვიანებით გაიმართება

0.115012