ფეხბურთი

15:52 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი ევროპა ლიგაზე „ბაიერთან“ დაპირისპირების შესახებ: „რისი უნდა შეგვეშინდეს? „რომას“ სჯერა წარმატების"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერთან“ პირველი მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს განვიცდით ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. არის რაღაცის შიში: როგორ თამაშობს „ბაიერი,“ მათი ვრცელი წაუგებელი სერია (გერმანული კლუბის წაუგებელი სერია 46 მატჩს შეადგენს).

ჰყავთ საინტერესო ფეხბურთელები და დიდ პატივს ვცემ მათ მწვრთნელს. მაგრამ „რომას“ სჯერა წარმატების და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს“, - ციტირებს დე როსის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„რომა“ – „ბაიერის“ პირველი მატჩი დღეს, 2 მაისს გაიმართება რომში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.113002