პსჟ-ს ავტობუსმა დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის (0:1) შემდეგ სტადიონი ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს გარეშე დატოვა - გვამცნობს Footmercato.
მბაპეს მატჩის შემდეგ დოპინგის ტესტის გავლა მოუწია, რის გამოც გუნდთან ერთად კლუბის ავტობუსით გასვლა ვერ შეძლო. მოგვიანებით ის თანაგუნდელებს აეროპორტში საკუთარი მანქანით შეუერთდა.
პსჟ-სა და ბორუსიას საპასუხო მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.