„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „დორტმუნდთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს, მაგრამ სჯერა, რომ საპასუხო შეხვედრაში სიტუაციის შეცვლას მოახერხებენ.
„ფეხბურთი ხშირად მშვენიერია, მაგრამ ზოგჯერ - ტანჯვაა. ალბათ, არ ვიყავით ზუსტნი, და ცივსისხლიანი კარის წინ. ორივე გუნდის მომენტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან თანაბარი მატჩი იყო.
საპასუხო მატჩის წინ პოზიტიურად ვარ განწყობილი, არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნებოდა ფინალში გასვლა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. რა თქმა უნდა, ცოტა იმედგაცრუება არის, მაგრამ პარიზში გულშემატკივარიც დაგვეხმარება, სადაც უფრო ძლიერები ვიქნებით, დასაკარგი არაფერი გვაქვს. შეცდომები დავუშვით? ფეხბურთი ამისგანაც შედგება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ საპასუხო მატჩი 7 მაისს, პარიზში გაიმართება.