სხვა

12:43 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის მოტო სეზონი გაიხსნა

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, “მოტო სეზონის გახსნა 2024” ღონისძიება გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, ღონისძიების გენერალური სპონსორი კი სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი იყო.

ტურნირი ოთხ მოტო დისციპლინაში: მოტოჯიმხანაში, ენდურო ზრდასრული, ენდურო ბავშვები და ედვენჩერი-წყვილთა რბოლაში ჩატარდა. ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე საშეჯიბრო რეგისტრაცია 68 მრბოლელმა გაიარა.

შეჯიბრებები ჰასკი მოტოპარკის სხვადასხვა მოტოდრომებზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ თითოეული დისციპლინის შესაბამის კლასებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

დისციპლინა ენდურო ზრდასრული კლასი ექსპერტი:

I ადგილი- გიორგი გახელაძე

II ადგილი- კონსტანტინე ლობჟანიძე

III ადგილი- ნიკა ოთიაშვილი

კლასი მოყვარული:

I ადგილი- გიორგი მარიამული

II ადგილი- ალეკსეი უგრუმოვი ( ყაზახეთი)

III ადგილი- საბა ყვავილაშვილი

დისციპლინა ენდურო ბავშვები:

I ადგილი- ანდრია ქსოვრელი

II ადგილი- რუბენ ჩილინგაროვი

III ადგილი- ნიკო მებუკე

დისციპლინა ედვენჩერი- წყვილთა რბოლა

I ადგილი- დავით ლობჟანიძე

II ადგილი- ლუკა ხარაძე

III ადგილი- გიორგი ხუნდაძე

დისციპლინა მოტოჯიმხანა: კლასი სკუტერები

I ადგილი- გიორგი გახელაძე

II ადგილი- გიგი გვაზავა

III ადგილი- ლადო გუდაძე

კლასი A2

I ადგილი- გიორგი ანუაშვილი

II ადგილი- ანნა გომენიუკ

III ადგილი- ნუგო თავართქილაძე

კლასი A

I ადგილი- გიორგი გახელაძე

II ადგილი- ლადო გუდაძე

III ადგილი- გიორგი ნიკოლეიშვილი

კლასი აბსოლუტი

I ადგილი- გიორგი გახელაძე

II ადგილი- ნიკა ფილიშვილი

III ადგილი- ნუგო თავართქილაძე

ასე, რომ 2024 წლის მოტო სეზონი გახსნილია და წინ მრავალი საინტერესო შეჯიბრი გველის, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139612