„ინტერის“ ფეხბურთელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ განაცხადა, რომ ნახევარდაცვის ცენტრში თამაშის მახასიათებლები სხვა ფეხბურთელებისგან აიღო. მან დაასახელა ანდრეა პირლოც, მაგრამ ისიც თქვა, რომ თვითონ დაცვით ფაზაში თამაშის მხრივ უფრო ძლიერია, ვიდრე პირლო იყო...
„კუმირები მყავდა, რაც ნორმალურია. ახლაც ვუყურებ პირლოს მსგავს ფეხბურთელებს, მაგრამ პირლო თავდაცვით ფაზაში ისე ვერ თამაშობდა, როგორც მე. ჩემი ინსპირაცია ასევეა ჯერარდი, ლამპარდი და ჩაბი ალონსო, ყველასგან რაღაცას ვიღებ, მაგრამ უბრალოდ მინდა, ჩემს სტილში ვითამაშო“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.
ჰაკან ჩალჰანოღლუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა, თუმცა, 10 გოლი მან პენალტის ნიშნულიდან მიითვალა.