„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, წნეხი არის, მაგრამ ეს სასიამოვნოა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშობენ.
„წნეხი არის, მაგრამ გვიხარია, რომ ასეა, უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ადვილად ადაპტირდებიან წნეხთან, მაგრამ არიან, ადამიანები, რომლებსაც ეს უჭირთ. ვისურვებდი, რომ ზეწოლა ყოველთვის იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
იმედია მაქვს, რომ „ბარსელონასთან“ გამარჯვება დაგვეხმარება. მანამდე, სან სებასტიანში გამარჯვებაც მოვახერხეთ. ხვალ თამამად უნდა ვითამაშოთ. როდესაც შემადგენლობას ვაყენებ, ფეხბურთელების ასაკს არასდროს ვუყურებ, თუ ფეხბურთელის დონე კარგია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მოგება და წაგება ხდება, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებით. ახალგაზრდა გუნდის ყოლა კლუბის მომავლისთვის კარგი ამბავია.
პსჟ ფავორიტია? ამიტომ, ვამბობ, რომ მედიამ ფეხბურთზე არაფერი იცის. ყველაზე კარგი და განსაკუთრებული ისაა, რომ ასეთ ეტაპზე ვთამაშობ, უნიკალურ სტადიონზე, ვეცდებით, ვისიამოვნოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი პირველ მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.