„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო.
ქართველი მას შემდეგ გააძევეს, რაც მთავარმა მსაჯმა რიკარდო დე ბურგოსმა VAR-ზე უყურა ეპიზოდს და სიტუაცია აშკარა საგოლე შანსად შეაფასა.
Marca-მ გამოაქვეყნა ვიდეორეფერის ოთახიდან მსაჯის, ხაიმე ლატრეს და დე ბურგოსის დიალოგი:
ლატრე: „რიკარდო, გირჩევ, მოხვიდე და უყურო მომენტს, მოგცემ ორ კამერას, საიდანაც ჩანს, რომ ხელით თამაშია“.
დე ბურგოსი: „კარგი. ვაპირებ ჯარიმის დანიშვნას და წითელი ბარათის ჩვენებას აშკარა საგოლე შანსის ჩაშლისთვის“.
საბოლოოდ, დე ბურგოსი ასეც მოიქცა და ქართველ კიპერს პირველი ტაიმის მიწურულს მოედანი დაატოვებინა. „ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ პირველი ნახევარი 2:1 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ, 2:4 წააგო და უქულოდ დარჩა.