იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატისთვის იტალიის ნაკრებში რობერტო ბაჯოს, ფრანჩესკო ტოტის, ჯანკარლო ანტონიონის და ალესანდრო დელ პიეროს გამოძახებას აპირებს.
არა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელის სტატუსით არა. სპალეტის იდეაა, რომ იტალიური ფეხბურთის ლეგენდები გუნდში იყვნენ და ფეხბურთელებს ამით მოტივაცია აუმაღლდებათ.
„ნაკრებში ბაჯოს, ტოტის, დელ პიეროს და ანტონიონის გამოვიძახებ, მინდა, რომ კოვერჩანოს ბაზაზე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩვენი 10 ნომრები იყვნენ. პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე ვუთხარი და მათ მოსაწვევებს გავუგზავნით. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები, ამ ოთხ ფენომენთან ერთად თავიანთ შესაძლებლობებზე მეტს გააკეთებენ. მირჩევნია, გუნდში ნაკლებად ხარისხიანი, მაგრამ მორალურად ძლიერი ფეხბურთელის ყოლა. იტალიის ნაკრების მაისური განსაკუთრებულია და ამისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობაა საჭირო“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფშია, სადაც ესპანეთის, ხორვატიის და ალბანეთის ნაკრებებს შეხვდება.