კალათბურთი

14:16 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესი, ბუსკეტსი, სუარესი და ალბა „მაიამი ჰითის“ მატჩს დაესწრნენ

„ინტერ მაიამის“ მოთამაშეები ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, ლუის სუარესი და ჟორდი ალბა დაესწრნენ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის მეოთხე მატჩს, რომელშიც „მაიამი ჰითმა“ „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლა. შეხვედრა მაიამიში გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით 102:88 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში „ბოსტონის“ სასარგებლოდ 3:1 გახდა. სერია ოთხ მოგებამდე გაგრძელდება. სერიების მეხუთე მატჩი გუნდებს შორის 2 მაისს ბოსტონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116255
სარეკლამო ადგილი - 99
X x X