„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, ახალწვეულებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების იდეის გამო.
„რვაწლიანი კონტრაქტები ყოველმხრივ ცუდია. არ მგონია, აზრი ჰქონდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვისაც არ არის კარგი. ფული დიდია და ფიქრობ, რომ რვაწლიანი კონტრაქტი გაქვს 21 ან 22 წლის ასაკში.
შესაძლოა კლუბმა იფიქროს, რომ ამ მეთოდით მეტად გაკონტროლებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიქრობს: „მდიდარი ვარ, ნამდვილად მდიდარი ვარ". ეს ზოგიერთი ადამიანისთვის პრობლემაა, უბრალოდ გავლენას ახდენს მათ აზროვნებაზე“, - თქვა ნევილმა Sky Sports Premier League YouTube-ის პოდკასტზე.
35 ტურის შემდეგ (33 მატჩში) „ჩელსი“ 48 ქულით ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.