ფეხბურთი

23:46 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" "იუვენტუსის" მცველის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დინ ჰუისენი „დორტმუნდის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ამჟამად იჯარით „რომაში“ გამოდის, მაგრამ ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნდება, შესაბამისად, ტურინელებს ეკუთვნით მისი სატრანსფერო უფლებები.

იტალიური გრანდი ნიჭიერ ფეხბურთელს 20-25 მილიონ ევროდ აფასებს და ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ჰუისენმა სერია A-ში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების ნაკრებში თამაშს, ესპანეთი ამჯობინა, სადაც 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12701