„ნაპოლის“ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსა და მცველ ჟუან ჟეზუშს შორის გასახდელში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ნეაპოლური მედიის ცნობით, ჟეზუშმა, ვიქტორ ოსიმენსა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისასთან ერთად ფრანჩესკო კალცონასთან საუბარი გადაწყვიტა, რათა ე.წ. „რიტირო“ გაუქმებულიყო, რომლის ფარგლებში ფეხბურთელებს ბაზის დატოვების უფლება არ ჰქონდათ.
დი ლორენცომ ამ თხოვნის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც, როგორც გუნდის კაპიტანი თანაგუნდელებზე გაბრაზდა, რადგან მიიჩნია, რომ ფეხბურთელებმა მის გარეშე გადაწყვიტეს საკითხის მოგვარება.
დი ლორენცოსა და ჟუან ჟეზუშს შორის იმდენად დაძაბულა სიტუაცია, რომ ისინი ლამის ხელითაც შეეხნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვების ჩარევის შედეგად, მხარეები მალევე დაამშვიდეს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ უმძიმესი სეზონი აქვს და სერია A-ში 50 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 მაისს, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.